დღეს განვიხილეთ თუ რა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო პროცესში,
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ ახალი როლის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს;
მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასების სისტემაში მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში. მოსწავლეებს სჭირდებათ სწავლისა და ბევრი ახალი უნარ-ჩვევის გამოყენების შესაძლებლობები. უნარ-ჩვევებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს:
- პროექტის გეგმის, რუბრიკების შექმნა და გამოყენება
- ნასწავლის თვითშეფასება, რეფლექსიის კითხვების გამოყენებით
- მიზნების დასახვა, დავალებებისა და მისაღები ცოდნის განსაზღვრა
- სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიების შერჩევა
- თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება
როცა შეფასების პროცესში მოსწავლეები ამ დონეზე არიან ჩართული, მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ, სწავლის უნარის მქონე მოსწავლეებად მიიჩნევენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий