მოცემული მოდული,მართლაც მნიშვნელოვანი არის სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ სავარაუდო ნაშრომებს,ქმნიან დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად, უვითარდებათ თვითრეგულირების უნარი,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვანი უნარია..
ასევე მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასებების გაკეთება პროექტზე მუშაობის განმავლობაში, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალური სახით. განმავითარებელი შეფასება ყველაზე ეფექტურია როცა:
მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ,იღებენ რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებით, მიმართავენ პროგრესის თვითშეფასებას.
ერთმანეთის შეფასებების ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება. თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ.
მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий