воскресенье, 15 мая 2016 г.

გღევანდელი დღე და საერთოდ მთელი განვლილი 8 დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ ამის მოლოდინი მართლაც,  არ მქონდა , მაგრამ ისეთი მოტივაცია და ინტერესი ჩაგვინერგა ჩვენმა ულამაზესმა ტრენერმა ქალბატონმა გვანცამ  რომ როდის გავიდა ეს ცხრა დღე ვერც კი გავიგე. უმთავრესი რაც მან პირველ რიგში გააკეთა  შეგვიქმნა ძალიან მეგობრული და თბილი გარემო ,რის შედეგად ძალიან მარტივად შეგვასწავლა პროექტის დაგეგმვა, ჩამოყალიბება და ასე  შემდეგ . კონკრეტულად არ ვაპირებ  იმის ჩამოწერას რაც ამ ტრენიგზე შევისწავლე მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ეს დღეები ძალიან შედეგიანი იყო ჩემთვის .
დიდი მადლობა გვანცაააა!
 


пятница, 13 мая 2016 г.


          მოდული  7 - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,  გავარკვიე  თუ რა              მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის  სწორი მიმართულების მისაცემად და შესანარჩუნებლად
   
            მოდულის მიმდინარეობისას მონაწილეები:
  • განიხილავენ, როგორ გამოიყენონ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა
  • შექმნიან პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ცხრილებსა და ვებრესურსებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად
  • დაგეგმავენ და განიხილავენ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეებს
  • შექმნიან მასალებს
  • მოდიფიცირებას გაუკეთებენ სასწავლო პროექტის გეგმას
  • გააკეთებენ რეფლექსიას მიღებულ ცოდნაზე
  • შეაფასებენ სასწავლო პროექტის პორტფოლიოებს
  • განსაზღვრავენ პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროებს მასწავლებლებისთვის.
        შევქმენი  პორტფოლიო,ჩავაშენე საქაღალდეები....

понедельник, 9 мая 2016 г.


     მოცემული  მოდული,მართლაც მნიშვნელოვანი არის  სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების  მიზნით.მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ    სავარაუდო ნაშრომებს,ქმნიან დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად,     უვითარდებათ თვითრეგულირების უნარი,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე  მნიშვნელოვანი უნარია..
   ასევე მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასებების გაკეთება პროექტზე მუშაობის განმავლობაში, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალური სახით. განმავითარებელი შეფასება ყველაზე ეფექტურია როცა:
        მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ,იღებენ რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებით, მიმართავენ პროგრესის თვითშეფასებას.
          ერთმანეთის   შეფასებების  ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება. თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ.
        
                                მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

დღეს განვიხილეთ თუ რა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო პროცესში,
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ ახალი როლის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს; 
მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასების სისტემაში მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში.  მოსწავლეებს სჭირდებათ სწავლისა და ბევრი ახალი უნარ-ჩვევის გამოყენების შესაძლებლობები. უნარ-ჩვევებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს:
  • პროექტის გეგმის,  რუბრიკების შექმნა და გამოყენება
  • ნასწავლის თვითშეფასება, რეფლექსიის კითხვების გამოყენებით
  • მიზნების დასახვა, დავალებებისა და მისაღები ცოდნის განსაზღვრა
  • სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიების შერჩევა
  • თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება
როცა შეფასების პროცესში მოსწავლეები ამ დონეზე არიან ჩართული, მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ, სწავლის უნარის მქონე მოსწავლეებად მიიჩნევენ.
  დღევანდელი დღე მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დამაფიქრა    თუ რა მნიშვნელოვანია მოსწავლის როლის მორგება, ვიმუშავე პრეზენტაციაზე,  რამაც დამანახა რომ აუცილებელია ყველა კითხვაზე შინაარსობრივზე,თემატურსა და ზოგადზე დააფიქრება,რათა საბოლოო დასკვნა დავწეროთ....ასევე გავიხსენე  Power Point-ში
მუშაობა.
ეს ყველაფერი დამეხმარება გაკვეთილების უკეთ მომზადებაში  .

среда, 27 апреля 2016 г.

  
დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   წარიმართა, ვისწავლე  როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღეს გადავედი  მე-2 მოდულზე

ამ მოდულში შევისწავლე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობის  დაწყება სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის 
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა
შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
სტანდარტების, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა სასწავლო პროექტებისთვის ,მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა ,პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.

суббота, 23 апреля 2016 г.

 




დღეს  გავეცანი და გადავდგი  პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში
ჩემი პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველადი მონახაზის ჩამოყალიბებაში     
 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში

воскресенье, 17 апреля 2016 г.

დღე 1 


დღევანდელი დღე მართლაც შედეგიანი და საინტერესო იყო ჩემთვის,  პირველ რიგში გავიცანი ძალია კარგი და უნიჭიერესი ტრენერი  გვანცა სალია  რომელმაც შეძლო პირველივე წუთიდან ინტერესი გაეღვიძებია პროექტების სწორად დაპროექტებასა და  შექმნაში.
  შემდეგი დღეებიდან ველოდები უფრო მეტს როგორც გვანცა გვეუბნება და ველოდები სულმოუთქმელად.